LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” “ნაცმოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს, “ლელო” კი სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

149
BeFunky-collage (2)

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს.

“ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მის შექმნაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ხელს არ შევუშლით იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე – საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები და მათთან შეკრული ვართ. ეს არის ჩვენი ორი პირობა, რათა “ნაციონალურ მოძრაობას” ამ საქმეში მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა”, – განაცხადა იაგი ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობილია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს “ლელო”.

„რა საკვირველია, ჩვენ ამ მოთხოვნას მხარს დავუჭერთ, რადგან მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია არცერთ ასეთ საკითხზე კითხვები არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს და მის მიმართ არაადამიანურ, თუ წამების მოპყრობას.

ცხადია, ამის თაობაზე უნდა გაკეთდეს ძალიან მკაფიო შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან ან კომისიის სახით. ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა. ჩვენ ამ ძალისხმევას შევუერთდებით. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენს სახელმწიფოზე ფიქრისას არცერთ საერთაშორისო პარტნიორს კითხვები არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო თავის ყოფილ მეთაურს”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მან იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც გაიზიარებენ.

“ერთი ჯოხის ორი ბოლო” – უჭერს თუ არა მხარს პარტია “საქართველოსთვის” სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

mazda magti 5g