LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალთ

102
ხატია დეკანოიძე

„თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში“, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ხელისუფლებამ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს.

სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ლონდა თოლორაიას ძალიან მალე არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება. შესაბამისად, ეს ხელისუფლებამ ზუსტად იმისთვის გააკეთა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს. თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში. საუბარი მქონდა „ლელოს“ ფრაქციასთან. მათი პოზიცია არის ის, რომ ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქციები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ ეს ბერკეტი ამოქმედდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მიხეილ სარჯველაძე ენმ-ზე: მათი მოთხოვნაა, რომ პრაქტიკულად ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი იქნას დაწერილი

magti 5g