LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე ენმ-ზე: მათი მოთხოვნაა, რომ პრაქტიკულად ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი იქნას დაწერილი

81
სარჯველაძე და მიშა

„ნაციონალური მოძრაობის“, მათი ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ცალკე, ახალი, განსხვავებული და პრაქტიკულად ერთ კაცზე მორგებული პატიმრობის კოდექსი იქნას დაწერილი ან უბრალოდ ყოველგვარი კანონის გარეშე, უკანონოდ რაღაც პრივილეგიებით ისარგებლოს ერთმა პირმა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს.

2 მოთხოვნა აქვს – ადვოკატის ცნობით, სააკაშვილმა 6 იანვრამდე ახალი ულტიმატუმი წამოაყენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მოთხოვნები, რომელსაც ისინი აყენებენ, სწორი არ არის.

„ეს არ არის სწორი მოთხოვნა, შესაბამისად, ვფიქრობთ, უმჯობესია, ისევე როგორც ყველამ, ამ ადამიანებმაც შეეცადონ, რომ სამართლებრივი მდგომარეობა და მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, შეუსაბამონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და არა პირიქით, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბონ ახალი წესები.

ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხების ირგვლივ. შესაბამისად, ინსინუაციების მოწყობა ამ საკითხის ირგვლივ გამართლებული არ არის. თუ სჭირდება კონკრეტულ პატიმარს მკურნალობა, შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ის ამას უპირობოდ მიიღებს, ასეთია წესი, შესაბამისად აქედან რაღაც ამბის შექმნა გამართლებული არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბასილაია: ეს წელი სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს, საქართველოს არ ეკადრება, მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ მძევლობაში ჰყავდეს

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.

სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g