LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 მოთხოვნა აქვს – ადვოკატის ცნობით, სააკაშვილმა 6 იანვრამდე ახალი ულტიმატუმი წამოაყენა

221
BeFunky-collage (89)

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ადვოკატებთან კომუნიკაციის კონფიდენციალურობასა და ექიმების დაშვებას ითხოვს.

ადვოკატის ცნობით, თუ 6 იანვრამდე ამ პრობლემებს არ აღმოფხვრიან, სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია — რას.

ბასილაია: ეს წელი სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს, საქართველოს არ ეკადრება, მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ მძევლობაში ჰყავდეს

„ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა და მეორე, თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას“, — განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს გვიან ღამით სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაციის გავრცელებიდან 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g