LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზურაბიშვილი: „ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ნაც ზვიადისტებს უყვართ ირინა სარიშვილი, ქოც ზვიადისტებს გოგა ხაინდრავა და ორივეს თვალში პუტჩისტი ლევან ბერძენიშვილია“ 

151
დავით ზურაბიშვილი

„თუკი რამეა ქართული ხასიათში გამორჩეული, ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არის ურთიერთგამომრიცხავი ღირებულებების, შეხედულებების თუ სიმპატია-ანტიპატიების მშვიდობიანი თანაარსებობა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი და პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი წერს და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბობს:

„ჩვენ გვყავს:

მართლმადიდებელი კომუნისტები.

ნაციონალისტი სტალინისტები.

რუსების (ეთნოსის) მოძულე ლიბერალები (ვინც ვერ ხვდებთ რაა აქ წინააღმდეგობრივი, გადაიკითხეთ ლიბერალიზმის განმარტება).

რუსეთის (სახელმწიფოს) მოყვარული პატრიოტები.

პრორუსები, რომელთაც თვითონ დასავლეთში ურჩევნიათ ცხოვრება.

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ნაც ზვიადისტებს უყვართ ირინა სარიშვილი, ქოც ზვიადისტებს გოგა ხაინდრავა და ორივეს თვალში პუტჩისტი ლევან ბერძენიშვილია, რომლის არსებობის შესახებ პუტჩის დროს არც იცოდნენ.

და საერთოდ მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული ქართლის და კახეთის ყველა მეფე იყო ოფიციალურად მუსლიმი, მაგრამ არაოფიციალურად ქრისტიანი. ერეკლე II მუსლიმურად იყო მონათლული, ჩალმა ეხურა და სპარსული ხალათი ეცვა, ბეჭედზე კი ამოტვიფრული ჰქონდა „მე ფეხ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე.“

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ენდიაის კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირი და ნატო რომ უნდა და იმავდროულად ამ საქმეში ყველაზე დიდ იმედებს ხელისუფლებაზე ამყარებს, ამაში არაფერი არაა გასაკვირი.“– წერს დავით ზურაბიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g