„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან „დებიძინიზაციაზე“ გამოთქმული მოსაზრება, ბიძინა ივანიშვილთან მათ პიროვნულ პოლიტიკურ ბრძოლას ნიშნავს და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი:
„რაც შეეხება „დებიძინიზაციას“, ამ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ხელისუფლებას ფლობდეს არა ის ძალა, რომელიც ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით ფლობს, არამედ მათი მეგობრები.
ვნახოთ, როგორც წარიმართება მოვლენები, მე არ მგონია, რომ მათ ეს გამოუვიდეთ და მე მგონია, რომ ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ.“– განაცხადა ტვ „ფორმულასთან“ საუბრისას ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკითხზე საუბრისას თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას.
ამავე თემაზე: