LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითულიანი უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებზე: პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის, ალბათ, მივლენ პანაშვიდზე – მეც ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვალ, მივალ

96
ბექა დავითულიანი

„ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე საუბრისას თქვა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კი, როგორ გამოხატავენ მთავრობის წევრები პატივისცემას დაღუპული სამხედროების მიმართ, დეპუტატმა უპასუხა, რომ „პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის.“

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ხვალ და ზეგ თბილისში არ იქნება, მაგრამ როცა ჩამოვა, პანაშვიდზე მივა.

„პატივს მივაგებ და ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან.

პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის. მივლენ პანაშვიდზე ალბათ და დაესწრებიან. მეც ხვალ და ზეგ თბილისში არ ვარ, მაგრამ როცა ჩამოვალ, აუცილებლად მივალ.“ – თქვა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველ მებრძოლები – გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში დღეს, დილის 6-ის ნახევარზე ჩამოასვენეს. ქართველი სამხედროები უკრაინაში, ქალაქ ირპენში ბრძოლისას, რუსების საჰაერო თავდასხმისას ერთად დაიღუპნენ.

ქართველი გმირების უკრაინაში დაღვრილი სისხლი, არის საქართველოს გამთლიანებისთვის: პეტრე ცაავა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g