LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიწყებთ მსვლელობას ქაშუეთის მიმართულებით. შობის ღამეს სწორედ აქ შევხვდებით, ერთმანეთის მხარდამხარ, ანთებული სანთლებითა და ალილოს სიმღერით“ – 6 იანვარს ქაშუეთთან შეკრება დაანონსდა

126
472797162_1023769949784609_70029274035804436_n

ჯგუფში „დაიტოვე“ 6 იანვარს მორიგი შეკრება დაანონსდა.

 „შობის დღესასწაული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მოდით, სინათლის მდინარეებად მოვეფინოთ ქუჩებს და ერთად შევხვდეთ მაცხოვრის შობას ქაშუეთთან.

შეკრება დაიწყება ქალაქის რამდენიმე წერტილში, 6 იანვარს, 20:00-დან:

📌სამების საკათედრო ტაძარი

📌წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

📌საბურთალოს წმ. კვირიკე და ივლიტას სამრევლო

📌ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სამრევლო

📌მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

🕛20:30-ზე ყველა ჯგუფი ერთდროულად დავიწყებთ მსვლელობას ქაშუეთის მიმართულებით. შობის ღამეს სწორედ აქ შევხვდებით, ერთმანეთის მხარდამხარ, ანთებული სანთლებითა და ალილოს სიმღერით.

სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს”, – წერენ ორგანიზატორები ჯგუფში „დაიტოვე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g