LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავხვდეთ გმირებს სათანადო პატივით, დროშებით აეროპორტის გზის პირას: დავით ქაცარავა

130
BeFunky-collage

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების საქართველოში ჩამოსვენებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ქაცარავა მოუწოდებს საზოგადოებას, 24 მარტს, გმირულად დაღუპულ მებრძოლებს აეროპორტის გზის პირას, დროშებით დახვდნენ და მადლიერება და პატივისცემა გამოხატონ.

“24 მარტს, დილის 05.30 საათზე უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჩვენს მებრძოლებს დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ.
მოგიწოდებთ, სათანადო პატივით დავხვდეთ ჩვენს გმირებს, დავდგეთ აეროპორტის გზის პირას საქართველოს და უკრაინის დროშებით და ამით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა მათ მიმართ.
ძალა ერთობაშია ❗
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ❗
დიდება გმირებს” – წერს ქაცარავა

პოპულალურები