LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 23-26 იანვარს გაიმართება

111

წელს დავოსის ეკონომიკური ფორუმი 23-26 იანვარს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს-სექტორისა და მედიის 3 ათასზე მეტი წარმომადგენელი.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა — მსოფლიოში ნათელი მომავლის შექმნა იქნება. მონაწილეები 400-ზე მეტ სესიას დაესწრებიან, სადაც განიხილავენ არსებულ პრობლემებს და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს ცხოვრება მსოფლიოში. განსახილველ თემებს შორისაა ასევე ციფრული ეკონომიკა, ალტერნატიული ენერგოსისტემები, კიბერუსაფრთხოება და სხვა. უკვე ცნობილია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სირიის კრიზისიც განიხილება.

არსებული ინფორმაციით, დავოსის 4 დღიან ფორუმზე უსაფრთხოების დასაცავად  დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g