LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას ველით

133
ირაკლი-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ევრაზიის ახალი განთიადი?“

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და კომპანია Sabanci Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩენკ ალპერი. პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე, სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე, ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინების მოლოდინზე, ე.წ. შუა დერეფანზე, როგორც მიმზიდველ ალტერნატიულ მარშრუტზე, საქართველოში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სხვა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ვრცლად იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები