LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავუჯეროთ თუ არა ქრისტიანებმა სიზმრებს? – მამა ანდრიას განმარტება

360
ირაკლი კირცხალია აქციებზე (4)

სიზმრები – თემა, რომელიც ბევრ მორწმუნეს უჩენს კითხვებს: ვენდოთ თუ იგნორირება გავუკეთოთ? – ამ საკითხზე მამა ანდრია საუბრობს.

ის საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„ეკლესია სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს და ამას აქვს თავისი საფუძველი.

ეკლესია არ გმობს სიზმარს და წმინდა წერილშიც გვაქვს ბევრი მაგალითი, მაგრამ წარმოიდგინე, რომ გაქვს ავადმყოფობა და სახლში, თაროზე გაქვს 99 ყუთი წამალი, რომელიც მაკურნებელია, თუმცა მეასე არის საწამლავი. არცერთს არაფერი არ აწერია, ყველა ერთნაირ ყუთში დევს და არეულია, არ იცი რომელში რა დევს და თუ ის ერთი საწამლავი შეგხვდა, უეჭველად მოგკლავს.

ამ დროს რას გააკეთებ? რა თქმა უნდა იმ უცნაურ ნივთიერებას რომ არ შეგხვდეს, საერთოდ არ შეეხები და სჯობს ნაგავში გადააგდო. დაახლოებით ასე უნდა შეხედო სიზმარს. რომ არ მოგკლას, არ მოგიწამლოს სული და ცდუნებები არ გაგიჩინოს, ღმერთს სთხოვე, რომ გაგაძლიეროს.

დამიჯერე, სიზმრის არ დაჯერებით არაფერი არ მოგივა, სიზმრის დაჯერებით შეიძლება ბევრი რაღაც ახდეს, მაგრამ ამ ცდუნებაში შეიძლება უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდე და მერე იქიდან საერთოდ ვერ გამოხვიდე.

არ შეხვიდე იმ ოკეანეში საიდანაც საშველი არ იქნება“, – ამბობს მამა ანდრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g