LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაზარალებულების ეზოებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს“ – შსს-მ 3 პირი დააკავა

128
დაკავება

ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე დააკავეს წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა, 2002 წელს დაბადებული ფ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, რ.ა.-მ ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს.

სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე და 19-187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები