ბათუმში დაკარგული ბიჭის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ მიმართავს დაკარგულ შვილს.
ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა, სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები დღემდე ეძებენ.
„დეე, ჩემო სუნთქვა, სანამ ფეხით დავდივარ და გეძებ… გეძებ და გეძებ… მხნედ ვარ იმ მოლოდინით, რომ სადმე თვალს მოგკრავ… მაგრამ სახლში უშენოდ დაბრუნება მანადგურებს…! ნეტა უშენობის განცდის 1% მაინც იცოდე რა ჯოჯოხეთია, დეე… მაგრამ ალბათ უბრალოდ ამ ფიქრს ისხლეტავ და არ ფიქრობ ამაზე, თორემ უშენოს არ მამყოფებდი მჭირდები… მეიმედები… მეამაყები… უკიდეგანოდ მენატრები და მჯერა შენი!!!
პ.ს. დეე, შენ, რომ იცოდე ჩვენი შეხვედრა როგორი იქნება, თავად მოხვალ და დამიძახებ: ,,დეე, აქ ვარ!” მერე კი ის ცხოვრება დაიწყება როგორიც შენ გინდა და ზუსტად ვიცი ერთი რამ, რომ ჩემს გვერდით იქნები!!! ჩემი და სრულიად საქართველოს საამაყო ადამიანი ხარ და იქნები! და კიდევ, დეე, შენ მარტო ჩემი კი არა საქართველოს იმედი ხარ, შენი გულით და ადამიანობით კი ბევრის მაგალითი! შენი იმედი მაქვს, დეე!
მესამყაროებით, შენ და შენი ძმები!!!
დეე, დამეხმარე, რომ მოგაწოდო ჩემი სათქმელი ერთი ზარი დეე, შენი გულის დამშვიდება მინდა შევძლო, მინდა გითხრა, რომ შენი სიცოცხლე ჩემთვის იმდენად ძვირფასია, იმდენად შეუფასებელი, რომ არ ღირს იდარდო არაფერზე
თუ აქამდე რაღაც შემეშალა, თუ იმედი გაგიცრუე, მაპატიე დეე
და უმორჩილესად გთხოვ, მომეცი საშუალება, გაგიქრო სულ მცირედი საფიქრალიც კი
დეე, იცი რამდენ ადამიანს აჩუქებ იმედს? მე მჯერა შენი ყოველთვის ძლიერი ხასიათის და დიდი გულის დამირეკე დეე
თუ ნომერი არ გახსოვს 555 10 55 00 გელოდები ჩემო სიამაყე“