დეა აფციაურისა და ოთო აბესაძის წყვილი მეორე შვილის მოლოდინშია. გაზაფხულზე მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა შეემატება. დეა ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, თუ როგორ შეიტყო ორსულობის შესახებ პარიზში მოგზაურობისას:
„მე და ჩემი მეუღლე მეორე შვილის მოლოდინში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაგეგმილი გვქონდა, მაინც სიურპრიზი იყო, რადგან ძალიან მალე გავიგეთ, რომ ჩვენი სურვილი რეალობად იქცა. პირველ შვილზეც ასე იყო და ამჯერადაც. მაშინაც და ახლაც წინასწარ შევთანხმდით, რომ უკვე მზად ვიყავით და მაშინაც და ახლაც, ძალიან მალე გავიგეთ, რომ მშობლები ვხდებოდით. ამჯერად პარიზში მოგზაურობისას გავიგეთ, რომ ორსულად ვიყავი…
მშობლები როგორ ემზადებით?
კირას არაჩვეულებრივი დაიკო ჰყავს, ოთოს პირველი ქორწინებიდან. ნინისთან მიმართებით ეჭვიანობის მომენტი არ აქვს, პირიქით, გიჟდება თავის დაზე, ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, ამიტომ ამანაც გაგვათამამა, ფაქტობრივად, მრავალშვილიანი ოჯახი გავხდებით. ვემზადებით, პოზიტიურად ვუდგებით ამ დიდ პასუხისმგებლობას, მაგრამ სიხარულთან ერთად, ამის ძალიან არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობაც, რომელსაც სერიოზულადვე ვეკიდებით. ამიტომაც ვიცდიდით აქამდე….“