ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს და იუბილარ დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.
„დედა 78. დედაჩემის ასაკს ჩემი შვილით ვანგარიშობ – ვიმახსოვრებ, 60 უნდა მივუმატო და ვიღებ ციფრს, რომელიც მართლა მხოლოდ ციფრია!
ეს ჯადოსნური ქალი რომ არა, არც მე ვიქნებოდი, ან ვიქნებოდი სხვაგან და სხვანაირი, ბედნიერებას მოკლებული, სიყვარულს უზიარებელი, რადგან ისე არავის შეუძლია სიყვარული, როგორც მას, ისეთი თვალით ვერავინ შემომხედავს, როგორც ის.
სული ერთხელ ხომ ჩამბერა და მას მერე სული მიბერა, ზურგის ქარით მატარა ყველა გზაზე.
დედა, იდღეგრძელე, იყავი ჯანმრთელი და ბედნიერი ყველა სირთულის მიუხედავად! იცოდე, გაკვირდები, რომ ზუსტად შენსავით ამაყად და თვალისმომჭრელად დავუხვდე წლებს! მიყვარხარ!“ – წერს ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში.
დედა 78 ♥️ დედაჩემის ასაკს ჩემი შვილით ვანგარიშობ-ვიმახსოვრებ, 60 უნდა მივუმატო და ვიღებ ციფრს, რომელიც მართლა მხოლოდ…
Posted by Ekateriné Togonidze on სამშაბათი, 01 ივლისი, 2025