LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა და მამა სულ გვერდით იქნებიან“ – როგორ აღნიშნა ქეთა თოფურიამ შვილის დაბადების დღე

861
საგამოძიებო სამსახური (1)

ქეთა თოფურიას შუათანა შვილი – ადამი 5 წლის გახდა. ღირსშესანიშნავი თარიღი ოჯახმა სახლში აღნიშნა.

დაბადების დღის დეკორაცია ადამის საყვარელი გმირებით იყო გაფორმებული, ხოლო ტორტი მანქანის ფორმის გახლდათ, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ პატარა ადამს ავტომობილები განსაკუთრებით მოსწონს.

ქეთამ შვილს დაბადების დღე სოციალურ ქსელშიც საჯაროდ მიულოცა და ემოციური სიტყვები მიუძღვნა:

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო. დღეს 5 წლის გახდი 🎉🙈 მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში ამბობდი, რომ უკვე ხუთი წლის იყავი 😅😂 საინტერესოა, ახლა რას იტყვი??? იყავი ყველაზე ბედნიერი, ჯანმრთელი და ძლიერი ბიჭი. მამა და დედა ყოველთვის შენ გვერდით არიან“.

ცნობისთვის, ადამი ქეთა თოფურიასა და მისი მეორე მეუღლის, ლევ დენგოვის, პირველი საერთო შვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g