LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა… ემიგრაციის პირმშო ზეინაბ კედია“ – პრეზიდენტი დედაზე

136
სალომე ზურაბიშვილი

„8 ივლისი 1921 – სტამბოლი. ემიგრაციის პირმშო ზეინაბ კედია“ – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დედის, ზეინაბ კედიას ფოტოს აქვეყნებს. როგორც ფოტოს აღწერილობიდან ირკვევა, ფოტო 8 ივლისs 1921 წელს, სტამბოლშია გადაღებული.

ცნობისთვის, 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ზეინაბ კედია 2016 წლის 19 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში, მეუღლის გვერდით.

კედია პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მექი კედიას ქალიშვილი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენლის , ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის, ლევან ზურაბიშვილის მეუღლე იყო.

8 ივლისი 1921 – სტამბოლი. ემიგრაციის პირმშო ზეინაბ კედია

Posted by Salome Zourabichvili on ორშაბათი, 08 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები