LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედა სიდონია: „გარკვევით – რატომ არა რუსეთს!..“

548
deda-sidonia-status

დედა სიდონია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რატომ უნდა ვუთხრათ რუსეთს არა. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე :
„იქნებ, გარკვევით ვთქვათ რატომ არა – რუსეთს.
1. ის პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.
2. გველაპარაკება თითის ქნევითა და მუქარით.
3. დამცინავია.
4. არ არის მეგობრული, ამპარტავნულად, საზოგადოების ნების წინააღმდეგ გასცემს ინსტრუქციებს.
5. მართლმადიდებლობა, ქრისტიანობამ ყველა ქვეყანაში ერის თავისებურებების მიხედვით განსაზღვრა ადგილობრივი ჩვევები. “უფროსმა ძმამ” კი, გარკვეულწილად წაშალა იდენტობა და, მოგვახვია თავს თავისი ტრადიციები, რომელსაც ქართველი ვერასდროს შეისისხლხორცებს, და გადავიქცევით “ღამურებად”.
6. მესმის, რომ მას საკუთარი საზღვრები ანაღვლებს და ვერ გაგვიწევს ანგარიშს, მაგრამ თანამშრომლობა, დიალოგი უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის პატივისცემისა და აღიარების ფარგლებში, და არა თავში წამოკვრითა და ბრძანებებით. უნდა მოგვცენ საშუალება, ერი თავისი თვითმყოფადობის, ხასიათის გარემოში განვითარდეს.
მაგრამ, მას შურს და იცის, რომ ამ გზით საქართველო უფრო ცივილური გახდება და, ასეთი საზოგადოების მართვა აღარ იქნება იოლი.
და, რატომ გინდათ, რომ გვმართოთ, თან ვიღაც ერთუჯრედიანი შუამავლების მეშვეობით?
გვაღიარეთ და გვემეგობრეთ.
ესაა…
არ ვართ ისეთი სულელი ერი, როგორადაც წარმოგვაჩენთ თქვენი “სიდიადის” ფონზე.
P.S. გამოსავალი. ისე უნდა განვვითარდეთ რომ, დიალოგის იქით გზა არ დავუტოვოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები