LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა ვიპოვე და ჩემს არსებობას მალავს.. არაფერი ვიცი წარმომავლობის შესახებ, ასეთი ამოუხსნელი ცხოვრება ლეწავს და ანგრევს ჩემს სულიერ სამყაროს, ნათესავებო მიპოვეთ რა, კაპანაძის ქალი ვარ, იმერეთიდან“ – ცისნამი საყვარლიშვილი მიმართვას ავრცელებს

193
ცისნამი საყვარლიშვილი

„ამ ცხოვრების დედა ვატირე. ხო, მეც მიწევს ამ სიტყვების დაწერა. არაფერი არ ვიცი ჩემი წარმომავლობის შესახებ. არ ვიცი, ვინ არიან ჩემი წინაპრები, ჩემი ნათესავები. ვინ არის ჩემიანი, ვინ არა! ერთ გოგოს მიმამსგავსეს და მინდა ვიპოვო, შევხვე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც უკვე მრავალი წელია, აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს.

შვილებო, ყოველ დარეკვაზე მიეფერეთ შორს მყოფ დედებს, შორიდან გაუგზავნეთ კოცნა და აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მიმართვა ემიგრანტების შვილებს

როგორც ცისნამი საყვარლიშვილი წერს, იპოვა დედა, რომელიც მის არსებობას მალავს:

„დედა ვიპოვე და მალავს ჩემს არსებობას. იქნებ მამამ და მამის მხრიდან ნათესავებმა მაღიარონ! მჭირდება ეს აღიარება საკუთარი სისხლის და ხორცისგან, თორემ ლეწავს და ანგრევს ჩემს სულიერ სამყაროს, ასეთი ამოუხსნელი ცხოვრება.

ნათესავებო მიპოვეთ რა. კაპანაძის ქალი ვარ, იმერეთიდან. კარგო გოგო ვარ. კარგი იდეები მაქვს. ჩემს სისხლთან სიახლოვე მწყურია.

მომწერეთ, ვიმეგობროთ, არ დამმალოთ, იმხელა ვარ მაინც, ვერსად დავიმალები.

ნუ მოგერიდებათ, მომწერეთ. მე ყველას ყველაფერს ვპატიობ, რადგან თავად ვარ ვიღაცის ცხოვრების შეცდომა“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

„ძალიან გამიჭირდა, როდესაც 7 წლის უნახავი შვილი, ჩემთან პირველად ჩამოვიყვანე ამერიკაში.. შვილი ვერ ვიცანი, ხალხნო.. ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ჩვენი გამოგზავნილი თანხაა, ბოლოს მაინც ემიგრანტებს გვლანძღავს ყველა“ – ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი 

ამ ცხოვრების დედა ვატირე. ხო, მეც მიწევს ამ სიტყვების დაწერა. არაფერი არ ვიცი ჩემი წარმომავლობის შესახებ. არ ვიცი ვინ…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on სამშაბათი, 16 აპრილი, 2024

„დილიდან დაღამებამდე ვირივით უნდა იშრომოთ რომ კაპიკები დააგროვოთ.. ვიღაცებს უმართლებთ, ვიღაცებს კი ძლივს გააქვთ თავი. ხონჩით მორთმეული აქ არაფერია. ყველაფერი მძიმე შრომით მიიღწევა“ – ცისნამი საყვარლიშვილის მორიგი პოსტი ნიუ-იორკში ცხოვრების სირთულეებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები