LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილებო, ყოველ დარეკვაზე მიეფერეთ შორს მყოფ დედებს, შორიდან გაუგზავნეთ კოცნა და აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მიმართვა ემიგრანტების შვილებს

4061
ფორტუნა - 2023-10-05T225549.385

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი საკუთარი ქართული და ამერიკული ცხოვრების შესახებ საზოგადოებას ხშირად უყვება.

რამდენიმე თვის წინ, ცისნამი საყვარლიშვილის წიგნის – „წითელთმიანი გოგონას დღიური“ პრეზენტაცია შედგა.

ცისნამი სოციალურ ქსელში წიგნიდან ემიგრანტების შესახებ  ემოციურ ნაწყვეტს აქვეყნებს.

„ვინც ვერ გაიგებს ემიგრანტი დედის შუბლზე გაჩენილი თითოეული ნაოჭის ფასს, ის ვერ გაიგებს, თუ რა არის ცხოვრებასთან ბრძოლა და ჭიდილი.
შვილებო, ყოველ დარეკვაზე მიეფერეთ შორს მყოფ დედებს, შორიდან გაუგზავნეთ კოცნა და აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს. შვილებო, თქვენი დედები, ცხრა მთას იქით გადახვეწილები, ცარიელი ხელებით ეომებიან ცხოვრებას და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი კარგი, თქვენთვის უნდათ.
#წითელთმიანიგოგონასდღიური ? გვერდი 111
ვთვლი, რომ ყველა ემიგრანტმა ქალმა უნდა წაიკითხოს ჩემი წიგნი.
იქ მათზე მიწერია“. – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

 

ვინც ვერ გაიგებს ემიგრანტი დედის შუბლზე გაჩენილი თითოეული ნაოჭის ფასს, ის ვერ გაიგებს, თუ რა არის ცხოვრებასთან ბრძოლა და…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on Thursday, October 5, 2023

 

„არ წახვიდე, დედა“ – ყოველთვის მემახსოვრება პატარა ირაკლის გაშლილი ხელები.. აეროპორტში წასვლის დრო ახლოვდებოდა, პირველად დავინახე უსინათლო კაცის თვალებზე ღაპაღუპით ჩამოსული ცრემლები, რამდენი წელია, ცხოვრება მტანჯავს“ – ცისნამი საყვარლიშვილი ემიგრაციაში წასვლას იხსენებს

ცისნამი საყვარლიშვილი: „ძალიან რთულია საქართველოდან ამერიკაში ჩამოხვიდე, ქართული თბილი ურთიერთობებიდან ცივ ამერიკაში გადმოინაცვლო, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი 100 წლამდე ადამიანური ურთიერთობების გარეშე?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები