LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენი ხალხი გამორბის საქართველოდან, შემოდის მექსიკით.. წამოსვლის ფული თუ აქვთ, არ ჯობია იმ ფულს ფული აშოვნინონ და საკუთარ ქვეყანაში იყვნენ? განა ისეთს რას აკეთებენ აქ? ზოგს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს.. იქნებ კარგად დაფიქრდეთ სად მოდიხართ?“ – ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი

5721
BeFunky-collage

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ამერიკაში არალეგალურად მოხვედრის გზას ეხმაურება და იმ ადამიანების შესახებ წერს, რომლებიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გზას გადიან, რათა მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვდნენ.

როგორც ქართველი ემიგრანტი აღნიშნავს, არალეგალი მიგრანტების გზა ამერიკამდე რთული, ძვირი და სარისკოა და ამ გზის გავლის მსურველებს კარგად დაფიქრებას ურჩევს.

„ძალიან გამიჭირდა, როდესაც 7 წლის უნახავი შვილი, ჩემთან პირველად ჩამოვიყვანე ამერიკაში.. შვილი ვერ ვიცანი, ხალხნო.. ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ჩვენი გამოგზავნილი თანხაა, ბოლოს მაინც ემიგრანტებს გვლანძღავს ყველა“ – ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი 

ქართველი ემიგრანტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენი ხალხი გამორბის საქართველოდან და შემოდის მექსიკით. სულ იმაზე მეფიქრება, თუკი იმის ფული აქვთ, რომ აქ ჩამოვიდნენ, ხომ ჯდება ასე 10 000 დოლარი? რამდენი ჯდება? ზუსტად არ ვიცი. ვახ, კაცო, წამოსვლის ფული თუ აქვთ, არ ჯობია იმ ფულს ფული აშოვნინონ და საკუთარ ქვეყანაში იყვნენ? ძალიან მეცოდება ყველა ახალი ჩამოსული, უსაბუთო, უმუშევარი. განა ისეთს რას აკეთებენ აქ? ზოგს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს. ძალიან ძვირია აქ ცხოვრება, ბინის ქირა, კვება, გადასახადები.

სულ კარგავენ ადამიანურ სახეს. 24 საათი შრომაში არიან და მაინც არაფერი გამოსდით. იქნებ კარგად დაფიქრდეთ სად მოდიხართ? ჩემი გული სულ საქართველოსკენ იწევს. ყველაფრის გაკეთება მანდ მინდა. შვილი და ქმარი რომ არ მყავდეს ერთი დღე არ გავჩერდებოდი აქ.

ჯერ ხომ რას ვჭამთ? ნაგავს. ორგანიკი საკვებიც კი ნაგავია. ორი კვირა ვიყავი იტალიაში ამ ზაფხულს. ვჭამდი: პიცა, პასტა, პასტა, პიცა და საერთოდ არ მომიმატებია. აქ სულ დიეტაზე ვარ, პურს არ ვჭამ, ცომეულს არ ვეკარები და მაინც მიგროვდება მუცლის ცხიმი. 😀 სამშობლო სულ სხვაა. აქ, ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნებით. აქაურობა ჩვენი მაინც ვერ გახდება. ახლა ნუ დამეტაკებით, მე ჩემი აზრი გითხარით.

რჩევა მკითხეთ და ა, ბატონო, საჯაროდ დავწერე პასუხი, რომ სხვებმაც ნახონ, რას ვფიქრობ აქ წამოსვლაზე. არავის წყენინებას არ ვაპირებ. უბრალოდ ვამბობ, რომ სამშობლოს არაფერი სჯობია. დეკემბერში თბილისში რომ მივფრინავდი ორი ბიჭი შემხვდა აეროპორტში, ერთად ვიმგზავრეთ. მექსიკით შემოსულები იყვნენ და უკან ბრუნდებოდნენ საქართველოში, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ამერიკაშიო. ასეც ხდება და გაითვალისწინეთ. ვიღაცებს უმართლებთ და ადვილად შოულობენ სამსახურს, ვიღაცები კი უბრალოდ ვერ უწყობენ ფეხს აქაურობას! ამერიკაში 1 634 000 ქართველია! საქართველო რჩებათ უცხო ტომელებს!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

რამდენი ხალხი გამორბის საქართველოდან და შემოდის მექსიკით. სულ იმაზე მეფიქრება, თუკი იმის ფული აქვთ, რომ აქ ჩამოვიდნენ,…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ორშაბათი, 04 მარტი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები