LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედამ მითხრა, მამასა და შვილს შორის რა ეჭვი უნდა შემეტანაო?! სამი დღეა, რაც ეს გავიგე, ბავშვი უცნაურად იქცეოდაო“ – 14 წლამდე გოგოს გაუპატიურების შესახებ პოლიციას სოფლის რწმუნებულმა აცნობა

2076
ოჯახში ძალადობა

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, 14 წლამდე მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესახებ, პოლიციას სოფლის რწმუნებულმა აცნობა.

როგორც მან ბავშვის მონაყოლზე დაყრდნობით, რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ მამა მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

„[ოჯახში] ვიკითხე, თუ ხუთი წელი ეს ხდებოდა, ეჭვის დონეზე რაღაცა ისეთი ქმედება მაინც როგორ ვერ ნახეს?! დედამ მითხრა, მამასა და შვილს შორის რა ეჭვი უნდა შემეტანაო?! სამი დღეა, რაც ეს გავიგეო, უცნაურად იქცეოდა ბავშვიო, წერილს წერდა და წავართვიო – თვითმკვლელობაზე წერდა.

გამოტყდა მიზეზზე და თქვა, ასეთი რამ [მოხდაო]“, – ჰყვება სოფლის რწმუნებული.

„ბავშვი თავს საშინლად გრძნობს, არის სტრესში, დამნაშავეა თავისი მამა..“ – რას ჰყვება 14 წლამდე მოზარდის მეზობელი და ოჯახის წევრი

მოზარდის ოჯახის წევრები ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

ამბობს, რომ ძალადობის შესახებ თავდაპირველად ბავშვის ბაბუისგან (დედის მამა) გაიგო.

„ბაბუა დამიკავშირდა, მთხოვა, სახლში ჩავსულიყავი მეზობელ სოფელში. მერე მითხრა, რომ ჩემი შვილიშვილი მამამისმა გააუპატიურაო – სახლში მყავს შვილიშვილიც და დედაცო. შვილმა მითხრაო…

„მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“ – სამეგრელოში არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს

ამ ბავშვს უმცროსი და და ძმა ჰყავს. ბიჭი 3 წლის არის, უმცროსი და სკოლაში დადის. მსხვერპლი 14 წლის არ არის. როცა გავიგე, ვაცნობე პოლიციას, ეგრევე მოვიდნენ… [ადრე] ჩხუბი ჰქონია ცოლთან, გაყრილებიც იყვნენ“, – განაცხადა სოფლის რწმუნებულმა და დასძინა, რომ ის პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, მერვე კლასელი გოგო მამამ გააუპატიურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე 47 წლის მამა და მისი 28 წლის მეზობელი დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები