LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის სხდომაზე იყო ბრალდებები, სააკაშვილის ხსენება, რაც პოლიტიკური პერფორმანსის ნაწილია – „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად იყო შემოსული: ლადო ბოჟაძე

106
ლადო ბოჟაძე

დღეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის – მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძეც ესწრებოდა. როგორც ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად იყო შესული.

მისივე თქმით, მათ მიერ დასმულ კითხვებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა დედაქალაქთან, დედაქალაქში მიმდინარე პროექტებთან ან იმ პრობლემებთან, რომლებიც დედაქალაქის მაცხოვრებლებს აქვთ.

ბოჟაძის განმარტებით, სხდომაზე იყო გარკვეული ბრალდებები, შეფასებები, ასევე მიხეილ სააკაშვილის ხსენება, რაც პოლიტიკური პერფორმანსის ნაწილია.

„დღეს დილის პირველ საათზე გაიმართა გაერთიანებული კომისიის სხდომები, სადაც სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო მონაწილეობა. ისინი შემოვიდნენ 4 საათზე იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ.

ვგულისხმობ შეკითხვებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დედაქალაქთან, დედაქალაქში მიმდინარე პროექტებთან ან იმ პრობლემებზთან, რომლებიც ნამდვილად აქვთ ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებს.

„თქვენი დაცვა არ სჭირდება, დიდი ბიჭია უკვე, დაცვაში თამაშობდა“ – „შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე არავინ არ გაგიტარებს“ – საბა ბუაძისა და კახა კალაძის დაპირისპირება

გეფიცებით, ყველაზე საფიცარი ვინც მყავს – კახა კალაძე სოფო ჯაფარიძეს

საბა ბუაძის კითხვა იყო მისი შეფასებითი ნაწილი, მან თქვა, რომ ეს მისი აზრია და დასრულდა ამით ეს შეფასება. რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, მან მაშინვე მიიღო პასუხი დედაქალაქის მერისგან. ბუნებრივია, როდესაც ადამიანები კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით იღებენ დახმარებას და ასეთი 2 მილიონზე მეტი განცხადებაა დაკმაყოფილებული დედაქალაქელების ინტერესების დასაცავად, ამ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელი ვერ იქნება იმიტომ, რომ ნებისმიერ დახმარებას, ეს მერიის მხრიდან იქნება სოციალური პროგრამები, თუ გამგეობების მხრიდან, ამას აქვს კონკრეტული კრიტერიუმები და თუ ადამიანები საჭიროებენ დახმარებას, მიიღებენ. ფაქტი, რომ ვინმეს სჭირდებოდა დახმარება და პოლიტიკური ნიშნის გამო მას არ დაეხმარნენ სოფო ჯაფარიძეს არ დაუსახელებია.

იყო გარკვეული ბრალდებები, შეფასებები, მიხეილ სააკაშვილის ხსენება, რაც პოლიტიკური პერფორმანსის ნაწილია. 

ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ, მათ ჰქონდათ საშუალება ყველა კითხვა დაესვათ საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებისთვის, მომავალი გამგებლებისთვის, ასეთ რეჟიმში, ბუნებრივია ოპოზიცია სამწუხაროდ არ ჩართულა“, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

ლადო ბოჟაძემ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც თბილისის მერია მომდევნო წლების განმავლობაში აპირებს.

„დედაქალაქს წელს ექნება მილიარდ 200 მილიონიანი ბიუჯეტი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. დედაქალაქი შეიძენს 200 18-მეტრიან ავტობუსს, რომელიც სატრანსპორტო ქსელის განვითარებას მოემსახურება. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე იქნება დამატებითი თანხები, რომლითაც ცენტრალური ხელისუფლება დაეხმარება დედაქალაქს.

2021 წლიდან 2022 წელში 200 მილიონის პროექტები გადმოჰყვა, ესენია: ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, ვაშლიჯვრის პროექტი უახლოეს დღეებში დასრულდება, მაღლივისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, ვაკის პარკის რეკონსტრუქცია, ზღვის უბნის პარკი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სხვადასხვა მუზეუმები, გუდიაშვილის მოედანი. ეს არის ნაწილი იმ პროექტებისა, რომელიც ხორციელდებოდა 2021 წელს და გადავა 2022 წელს.

2022 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 20 მილიონით არის გაზრდილი. უფასო სასადილოებს დაემატება 5 მილიონი. ცალკე არის განათლების მიმართულება, სპორტის მხარდაჭერის პროგრამა და პირველად იქნება 500 ლარიანი დახმარება პენსიონერებისათვის, ამისათვის 10 მილიონი ლარია მობილიზებული. ინფრასტრუქტურა 300 მილიონზეა გათვლილი. რაც შეეხება ავარიულ სახლებს, ეს პროექტი ორ ნაწილად იყოფა. ავარიული სახლები, რომლებიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათი გამაგრება მოხდება, ხოლო ე.წ. ავარიული ხრუშოვკები ჩანაცვლდება სრულიად ახალი, თანამედროვე შენობებით, გარემონტებულ ბინებს ჩაიბარებენ თბილისელები. დაახლოებით 40 მილიონამდე დაიხარჯება ამხანაგობებზე. გამწვანება არის დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი და 15 ახალი პარკის განვითარება და მოწყობა იგეგმება.

ასევე 3000-მდე ოჯახს, დედაქალაქის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით საკუთარი დაკარგული ქონება დაუბრუნდებათ და მათთვისაც სრულიად ახალი კორპუსები იქნება აშენებული.

გამოწვევები არის სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მიმართულებით. წელს 25 მილიონით არის გაზრდილი ჯანდაცვის სხვადასხვა სახის პროგრამები და მომავალი წლების განმავლობაში ეს კიდევ გაიზრდება“, – განმარტა ლადო ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები