“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე კითხვით მიმართა.
„თუ აპირებთ დასრულდეს შერჩევითი დახმარებები?“
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, არსებობს მაგალითები, როდესაც პირის დახმარება ხდება პოლიტიკური ნიშნით შერჩევით.
„ხშირად მიკავშირდებოდნენ კონსულტაციისთვის, თუ როგორ მიეღოთ დახმარება მუნიციპალიტეტისგან და სწორედ აქ წავაწყდი ძალიან მძიმე სურათს, როდესაც დავინახე რეალობა, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში შერჩევით ხდება ადამიანების დახმარება.
რამდენიმე მაგალითს წავაწყდი, რომ თუ ადამიანი არ იყო “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, სამწუხაროდ, ვერ იღებდა დახმარებას, თუ აპირებთ დასრულდეს შერჩევითი დახმარებები?, – მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ მერ კახა კალაძეს.
თბილისის მერის თქმით, პოლიტიკური ნიშნით დახმარებების გაცემა ბოროტებაა და მისი მერობის დროს მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.
“ეს არის ისეთი თემა, როგორ შეიძლება ადამიანმა პოლიტიკური ნიშნით განისაზღვროს ვიღაცას დაეხმარო თუ არა.
ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება და ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის. არასდროს, მერწმუნეთ, გეფიცებით, ყველაზე საფიცარი ვინც მყავს, არასდროს ჩემი მერობის პერიოდში არ მიღებულა ისეთი გადაწყვეტილება, რომ ადამიანები დახმარების თვალსაზრისით,
ხელშეწყობის თვალსაზრისით გაგვეყო პოლიტიკური ნიშნით. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ბოროტება, ყველაზე დიდი უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და გააკეთოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რა განაცხადა კალაძემ და როგორ განვითარდა საკრებულოში მოვლენები:
კალაძე: თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას
ხმაური საკრებულოში: ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა – „დაჯექი, ორიანი“