LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედას ჭურჭელს ვერ შეველიე და მინდა თქვენთან იყოსო.. ქუჩამდე გავყევი, ცრემლიც მომადგა.. ჩვენს პატარა საწყალ უბედო ქვეყანაზე მეფიქრება: ზურა შევარდნაძე

2655
BeFunky-collage (4)

„გარდენია“-ს მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ნაღვლიან ამბავზე წერს:

“დილით ჭურჭლით სავსე ყუთი მოგვიტანეს.

30, 35 წლის ცოლ-ქმარი გიორგი და ლილი ძალიან წესიერი და მორიდებულები აღმოჩნდნენ.

მიამბეს რომ ორი შვილი ჰყავთ, ტკბილად და თბილად ცხოვრობენ სვანეთის უბანში, ლილის მშობლების სახლში. მათი მშობლები მდიდრები არასდროს ყოფილან, მაგრამ მოწესრიგებული და სავსე ოჯახი ჰქონიათ. ლილის დედა გასულ წელს გარდაცვლილა.

ორივე ინგლისური ენის სპეციალისტები არიან, კერძო გაკვეთილები და ტექსტების თარგმნაა მათი შემოსავალი რომელიც არ ჰყოფნით შვილებისთვის სასურველი განათლების მისაცემად..

გადაუწყვეტიათ ყველაფერი გაყიდონ და ევროპაში წავიდნენ შვილებთან ერთად. სახლი და ეზო ამ გაზაფხულზე გაუყიდიათ.

დედას ჭურჭელს ვერ შეველიე და ისე უბრალოდ გასაჩუქებლადაც დამენანა, მინდა თქვენთან იყოს ვიცი სათანადოდ გამოიყენებთო ლილიმ, ჩქარობდნენ..

არ მინდოდა წასულიყვნენ, ქუჩამდე გავყევი, ცრემლიც მომადგა, მიხვდნენ.. თუ ვერ ავეწყვეთ დავბრუნდებით, მისაქციელში ნაკვეთი აქვს გიორგის, ავაშენებთ პატარა სახლს და იქ ვიცხოვრებთო. ძალიან დავნაღვლიანდი აღარ ვიცოდი რა მექნა, როგორც უახლოეს ნათესავს, შინაურს ისე გამოვემშვიდობე.

გარეცხილი ჭურჭელი თავიდან გავრეცხეთ, ვუყურებ და მთელი დღეა სულ მათზე მეფიქრება. ჩვენს პატარა საწყალ უბედო ქვეყანაზე მეფიქრება..”, – წერს ზურა შევარდნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g