ბათუმში მერვე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ.
მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს ალექსანდრეს დედა და შვილს მიმართავს.
„დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი. მე ყოველთვის მხოლოდ მოგისმენ და შენ გვერდით ვიქნები.
ჩემო სიცოცხლის ელექსირო და ბედნიერება.
დეე, ჩემო გულის ნაწილო, მესამყაროები, უკიდეგანოდ მენატრები…გთხოვ მოდი და ჩამეხუტე. ჩემო სუნთქვა, იცი როგორ ენატრები შენს ძმებს, მამას და ყველას…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.