მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება.
გვსურს, 3 მარტი განსაკუთრებით უკრაინელ დედებს მივულოცოთ და მშვიდობა ვუსურვოთ! ბოლო 8 დღის განმავლობაში უკრაინის თავშესაფრებში 6 ბავშვი დაიბადა.
იბომბება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამშობიარო სახლები – არიან დაღუპულებიც. ყველა უკრაინელი დედა ლოცულობს, რომ შვილები კარგად ჰყავდეს.
გთავაზობთ, ფოტოებს უკრაინის ომიდან, სადაც ბავშვებისა და დედების თვალები ყველაფერს ამბობენ.