LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედებისა და შვილებისთვის: როგორ ვივარჯიშოთ ერთად?

540

თუ გადატვირთული გრაფიკის გამო გიძნელდებათ ვარჯიში, არსებობს გამოსავალი. თქვენ თამამად შეგიძლიათ აირჩიოთ ის სპორტული აქტივობები, რომლებიც ერთნაირად წაგადგებათ თქვენც და თქვენს პატარასაც. ამისთვის აუცილებელია ბავშვი წინასწარ მოამზადოთ ამისთვის, ელაპარაკოთ მას, უპასუხოთ კითხვებს და რაც შეიძლება მეტად დააინტერესოთ ის. აუცილებლად უნდა შეარჩიოთ მისთვის აქტიური დრო, სასურველია პირველი ვარჯიში არ იყოს ხანგრძლივი, თან აუცილებლად უნდა იქონიოთ წყალი და რაც მთავარია, თუ იგრძნობთ, რომ ბავშვი დისკომფორტს განიცდის, უმალ შეწყვიტოთ ვარჯიში.

ცურვა

პედიატრები ურჩევენ მშობლებს ცურვა დაიწყონ ადრეული ასაკიდან, ჩვილობის პერიოდიდან. ცურვისას მყარდება პატარას იმუნიტეტი, ის კარგად მოქმედებს ძვალ-სახსროვან სისტემაზე და რაც მთავარია, ბავშვი ადრეული ასაკიდან იწყებს ცურვას. ნებისმიერ საცურაო აუზსს ჰყავს ინსტრუქტორი, ასე რომ სწორედ ის შეარჩევს სასურველ ვარჯიშსს პატარასთვის. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ექიმის ნებართვა, მოსახერხებელი საცურაო კოსტიუმი პატარასთვის, დამცავი ქუდი და წყალგაუმტარი ტრუსები.

1

იოგა

ბევრ ფიტნესცენტრში მშობლებსა და შვილებს სთავაზობენ ერთობლივ ვარჯიშებს. ბევრი ვარჯიში შეიცავს თამაშის ელემენტებსაც, ამიტომ პატარა ნამდვილად არ მოიწყენს. ამისთვის ბავშვს მოსახერხებელი სამოსი შეურჩიეთ, რაც შეეხება ფეხსაცმელს, შეიძლება ივარჯიშოთ ფეხშიშველებმაც.

3

ტანვარჯიში

აქ იგულისხმება ნებისმიერი ვარჯიში, ესაა ტანვარჯიში, ბურთი, ბატუტი და სხვა სახის სპორტული ვარჯიში. ეს აქტივობები ფანტასტიურია ჰიპერაქტიული ბავშვებისთვის ენერგიისგან გასათავისუფლებლად.

2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები