LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედის კვალზე გავედი, ამდენი წლის მერე ოცნება ამიხდა, ძალიან ბედნიერი ვარ“ – 25-წლიანი ძებნის შემდეგ, 39 წლის ნათია თუთბერიძემ ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

359
ნათია თუთბერიძე

39 წლის ნათია თუთბერიძემ, რომელიც ბიოლოგიურ ოჯახს 25 წლის განმავლობაში ეძებდა, დედა და ნათესავები იპოვა.

ნათია თუთბერიძე სასიხარულო ფაქტზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და მოქალაქეებს დახმარებისთვის მადლობას უხდის:

„ბიოლოგიურ ოჯახს 25 წლის განმავლობაში ვეძებდი. 25 წლის შემდეგ, ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია ყველა სოციალურ პლატფორმაზე, სხვადასხვა ჯგუფში განვათავსე.

„ფეისბუკის“ ერთ-ერთ გვერდზე წავიკითხე, რომ დნმ-ის ტესტი ჩუქდებოდა და მეც შანსი მომეცა – ტესტი გავიკეთე, პასუხს ოქტომბრის ბოლოს ველოდებოდი, თუმცა მანამდე მოხდა საოცრება – ერთ-ერთი ადამიანი დამიკავშირდა და კონკრეტულ პიროვნებაზე მითხრა: სავარაუდოდ, ამ ადამიანის ნათესავი უნდა იყო და თქვენი დახმარება მინდაო.

აღნიშნულ პიროვნებას დავუკავშირდი, მანაც დამიდასტურა, შემდეგ დედას და ყველას კვალზე გავედი, უდიდეს ბედნიერებას ვეწვიე.

მადლობა უფალს და ყველა იმ კეთილ ადამიანს, რომელმაც ერთი სიტყვა მაინც მომწერა, გამამხნევა, წარმატება მისურვა.

ამდენი წლის ოცნება ავიხდინე და დღეს ზებედნიერი ვარ. არ ვიცი, ამდენი წლის განმავლობაში, ამდენი სითბოსა და სიყვარულის გარეშე როგორ ვცხოვრობდი, შოკს შოკი ემატება. მყავს 4 შვილი და მეუღლე, რომლებიც ძალიან მიყვარს, ამასთან, ბევრი ნათესავიც მყოლია, ასეთი ბედნიერების შეგრძნება ამ დრომდე არ მქონია“, – ამბობს ნათია თუთბერიძე „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები