ლილოს დასახლებაში, 13 აგვისტოს, 34 წლის ჟანა ხალილოვა ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული მისმა 17 წლის შვილმა ჩაიდინა.
დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის ადვოკატი ამბობს, რომ ის დანაშაულს აღიარებს.
„დანაშაულს აღიარებს.
აღიარებს, რომ მისი დედის დამოკიდებულება მისი მეგობრის მიმართ არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ნორმალურ ურთიერთობაში.
ამასთან, დედის მიერ ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული, რომ ვეღარ მოითმინა. ეს ფსიქოლოგიური მომენტია და რა იქნება და როგორ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.
მეზობელი ქალიც იყო სახლშიც, დათვრა დაიძინა და არაფერი გაუგია”, – აცხადებს დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის ადვოკატმა “ტვ პირველს” განუცხადა.
ამავე თემაზე:
სასტიკი მკვლელობა თბილისში – შვილმა დედა დანით მოკლა