LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია 34 წლის ქალის ვინაობა, რომელიც შვილმა მოკლა – „გარდაბანში ბებიისთვის და ბაბუისთვის უთქვამს, რაც გააკეთა“

5659
Untitled design (16)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლილოს დასახლებაში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს მოხდა. 17 წლის არასრულწლოვანს საზარელი მკვლელობის დროს მეგობარი ეხმარებოდა.

სასტიკი მკვლელობა თბილისში – შვილმა დედა დანით მოკლა

მოკლულია 34 წლის ჟანა ხალილოვაა.

დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ირკვევა, რომ ის მისმა ჩვიდმეტი წლის ბიჭმა, ჭრილობები დანით მიაყენა და მას დანაშაულის ჩადენაში 19 წლის მეგობარი ეხმარებოდა.

ქალი დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მეზობლებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს.

„ძალიან მაგარი გოგო იყო, არ ვიცი, რა გახდა მიზეზი“. – ამბობს მედიასთან საუბარში გარდაცვლილი ქალის მეზობელი.
„ამ ბიჭს, ყელი დანით გამოუჭრია დედისთვის, მერე წასულა გარდაბანში და ბებიისთვის და ბაბუისთვის უთქვამს, რაც გააკეთა“. – ჰყვებიან მეზობლები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.

სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g