LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედის მიერ ყელისა და გულმკერდის არეში დაჭრილი გოგონას მდგომარეობა სტაბილურია

collage

მარნეულში დაჭრილი ქალის ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ახალგაზრდა ქალს ჭრილობები გულისა და ყელის არეში აქვს მიყენებული.

“ორი ჭრილობა არის გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ერთი კი კისრის არეში. გამოძახებული იქნა ქირურგი. ჩაურტადა ორმხრივი ტრენირება. პაციენტის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება”- აცხადებს ექიმი ოთარ ქებაძე.

სავარაუდო დამნაშავე, დაჭრილის დედა, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.მას ბრალი ოჯახური ძალადობის მუხლით წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შემთხვევა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. ოჯახური კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად გავრცელებული ინფორმაცია სახელდება, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ქალს უცნობი მამაკაცი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით ემუქრებოდა.

„გავიგე, თითქოს, ვიღაც აშანტაჟებდა. მთელი მარნეული ამაზე ლაპარაკობს. დედამ შვილი დაჭრა და ეგაა მიზეზიო. ამ გოგოზე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენი მეზობლები არიან და ოჯახი კარგია,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები