LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედის რძე ბავშვს მომავალში უამრავი დაავადებისგან დაიცავს“ – თემურ მიქელაძე

471
ntsnwsss

პედიატრმა თემურ მიქელაძემ „პოსტივის“ ეთერში ბავშვებისთვის ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე ისაუბრა:  ,,პირველი, რაც მოიცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ესა არის სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, ასევე სწორი დასვენება, პანიკური შიშებისა და გადაღლის თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, ადრეული ასაკის ბავშვისთვის კვების ოქროს სტანდარტი არის დედის რძე. დედის რძე შეიცავს ისეთ მაკრო და მიკრო ნუტრიენტებს, რომელსაც შემდგომში ეპიდგენეტიკური დატვირთვა აქვს და ის სხვადასხვა დაავადებების რისკ- ფაქტორებისგან დაგვიცავს. თუ დედის რძეში ქოლესტერინის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ხელოვნურ საკვებ დანამატებში, ქოლესტერენის შემცველობა ეპიდგენეტიკურად ამცირებს გულის იშემიური დაავადებებისა და თავის ტვინში დეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს. ამიტომ ჩვენი მიზანია დედის რძის მიწოდების მაქსიმალური გახანგრძლივება.  მაქსიმუმ 6 თვემდე მაინც ექსკლუზიური ძუძუთი კვება და სასურველია 2 წლამდე დედის რძე შევინახოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მენიუს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ცნობილია, რომ მენიუში 50 პროცენტი უნდა მოდიოდეს ხილზე და ბოსტნეულზე. ბოსტნეული უნდა იყოს დაახლოებით 30 პროცენტი, 20 პროცენტი, ხილი. შემდეგი 50 პროცენტიდან. 30 პროცენტი უნდა მოდიოდეს მარცვლეულზე, 20 პროცენტი კი, ცხოველურ პროდუქტებზე. თუ ეს ნორმა სწორად იქნება გადანაწილებული და ამასთან, ბავშვი დატვირთული იქნება ფიზიკურად, მაქსიმალურად გაძლიერდება იმუნობიოლოგიური აქტივობა. ამით არა მარტო კორონავირუსისგან, არამედ სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისგან დავიცვათ თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g