აბორტის გაკეთება მინდოდა, როდესაც კრიშტიანოზე ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ ვერ შევძელი – გამოტყდა რონალდოს დედა დოლორეს ავეირუ ავტობიოგრაფიული წიგნის „დედობრივი სიმამაცის“ პრეზენტაციაზე და ქალებს აბორტზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
„უკვე მყავდა სამი შვილი და აბორტის გაკეთებას ვცდილობდი, თუმცა ვერ შევძელი. კიდევ კარგი, კრიშტიანო ვარსკვლავია, რომელიც ჩემ ცხოვრებას ანათებს.
მოვუწოდებ ქალებს არ გაიკეთონ აბორტი. დაე, იფიქრონ და იბრძოლონ“.