LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლის კაბინეტში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ფოტო ისევ რჩება, თუმცა მას უკვე თაიგული ფარავს – კადრები დღეს გავრცელდა

108
quennelisabetnews

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დედოფალ ელისაბეთს ბუკინგემის სასახლეში ესტუმრა. ეს ვიზიტი რამდენიმე ფაქტის გამო აღმოჩნდა საინტერესო. პირველი, ეს გახლავთ ის, რომ ჯონსონი და დედოფალი ერთმანეთს 15 თვიანი პაუზის შემდეგ პირისპირ პირველად შეხვდნენ. მეორეც, იმის  გამო, რომ შეხვედრა დედოფლის პირად კაბინეტში შედგა, რომელიც საზოგადოებისთვის დიდი ხანია დახურულია.

ამ შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ დედოფალს თავის მაგიდაზე ისევ აქვს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პორტრეტი. იყო ვარაუდი, რომ ეს პორტრეტი მონარქის მაგიდიდან გაქრებოდა. საინტერესოა, რომ პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ ბოულზის, ასევე უილიამისა და ქეით მიდლტონის პორტერებისგან განსხვავებით, ჰარისა და მეგან მარკლის ფოტო უკანაა გაწეული, მას ყვავილების დიდი თაიგული მალავს. ეს იმ ფონზე, როცა სხვა პორტრეტები გამოსაჩენ ადგილას დევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g