”წარმოებულია დედოფლისწყაროში” – ამ სახელწოდებით გაიმართება გამოფენა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში , რომელიც ადგილობრივ წარმოებას დაუჭერს მხარს.
როგორც ”ფორტუნას” გამოფენის იდეის ავტორმა, მაღაზია ”ბექას ნობათის” მფლობელმა, ფერმერმა ბექა გონაშვილმა განუცხადა, ღონისძიება მისი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით 26 მაისს, 11 სააათზე დაიწყება.
”ღონისძიების მთავარი მიზანი ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და საზოგადოებისთვის მათი გაცნობაა. გამოფენაზე ისინი წარმოადგნენ როგორც საკუთარ ნაწარმს, ისე პირუტყვს. პირადად მე, ჩემი ფერმებიდან ვაპირებ გოჭები, ხბოები წარმოვადგინო. რაც შეეხება პროდუქციას- ცხოველების საკვები”, – აღნიშნა გონაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დედოფლისწყაროში დიდი რაოდენობით იწარმოება ყველიც, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება აღნიშნულ ღონისძიებაზე. როგორც ბექა გონაშვილმა განმარტა, თუ გამოფენა წარმატებით ჩაივლის, შესაძლოა სლოგანს ”წარმოებულია დედოფლისწყაროში” ხარისხის ნიშანიც მიენიჭოს.
ცნობისთვის, გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ფერმას ფლობს. ასევე, აქვს სასაკლაო HACCP სტანდარტით აღჭურვილი. გარდა ამისა, ფერმერი მაღაზია ”ბექას ნობათის” დამფუძნებელია.