დედოფლისწყაროში ხანძრის შედეგად 72 წლის ქალი დაიღუპა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლის ალი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
სახლში, რომელსაც ხანძარს გაუჩნდა 72 წლის ქალი მარტო ცხოვრობდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.