LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დეე, მე და შენ ბევრი მისია გვაქვს.. ბევრ ადამიანს უნდა გავუთბოთ გულები და ვაჩუქოთ იმედი“ – ბათუმში დაკარგულ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს დედა კიდევ ერთხელ მიმართავს

257
ნათია დიაკვნიშვილი

ბათუმში დაკარგული ბიჭის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და შვილს მიმართავს:

„ჩემო სიამაყე, გელოდები დეე…

დეე, მე და შენ ბევრი მისია გვაქვს და ბევრ ადამიანს უნდა გავუთბოთ გულები და ვაჩუქოთ იმედი და მივცეთ ძალა, რაც ჩვენ ერთად გვაქვს! ჩვენი ერთობა სამაგალითოა…! კეთილ ადამიანებს უნდა გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა და გავუზიაროთ სიყვარული…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა, სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები დღემდე ეძებენ.

ვიდეო: „დე თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად“ – ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა შვილთან დიალოგის დეტალებს იხსენებს

„დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი..მე ყოველთვის მხოლოდ მოგისმენ და შენ გვერდით ვიქნები, დეე, ჩემო გულის ნაწილო, უკიდეგანოდ მენატრები…გთხოვ მოდი და ჩამეხუტე“ – ბათუმში მერვე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ

„დე, ნურაფრის გეშინია, გამოჩნდი, უბრალოდ ჩემამდე მოდი და შენი ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება“ – ბათუმში დაკარგულ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g