LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს პერსონალური სანქციები, თუ არ უნდათ ამის გაკეთება

103
კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანი პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს რუსეთისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, თუ ეს ქვეყნის მთავრობას არ სურს, მაგრამ მისგან მოელიან თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სანქციებთან.

დეგნანი აღნიშნავს, რომ საქართველო ამ მიმართულებით წლების განმავლობაში კარგი პარტნიორი იყო და აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლას, შედეგებს მოიმკიან.

„არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს ორმხრივი სანქციები თუ არ უნდათ ამის გაკეთება. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

თუმცა, რასაც მოველით ყველა ქვეყნისგან, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგას, საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში ყოფნაა. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო ამ მიმართულებით იქნებოდა ეს ირანის თუ სხვა ქვეყნის რომლებიც საქართველოს, აშშ-ის და მსგავსი ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ რაზე ვსაუბრობთ“, – აცხადებს დეგნანი.

კელი დეგნანის თქმით, ოპოზიციასთან ძალიან კარგი დისკუსიები გაიმართა, რა დროსაც ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ვაშინგტონში მის შეხვედრებზე.

 

 

პოპულარულები