LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს თანამშრომლის გარდაცვალების დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია

239
ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია , – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საპატრიარქოს თანამშრომელი ავადმყოფობდა.

“ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა”, – აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ინფორმაციისთვის, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფომაცია, საპატრიარქოს დამლაგებელი ქალის გარდაცვალების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

გარდაიცვალა საპატრიარქოს დამლაგებელი – ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა

როგორც “რუსთავი 2” წერს, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა “მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა” სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ მეუფე შიო “მოწამლეს თუ მოიწამლა – ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც”.

საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე

„აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა – სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები