LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოველში ლიტურგიის რუსულ ენაზე შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

279
1550325722

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოველში ლიტურგიის რუსულ ენაზე შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.

დეკანოზის განმარტებით, საეკლესიო ტრადიციით, ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა.

“განვმარტავ კიდევ ერთხელ: ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში. დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან, რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობას იღებენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში. საეკლესიო ტრადიციით ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა“, – წერს დეკანოზი „ფეისბუქში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები