LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი: „ჩემთვის უთქვამთ, მამაო, წყალზე და პურზე უნდა ვიყო, მე მითქვამს, ვიღაცაზე ნაწყენი თუ ხარ, დაივიწყე და რაც გინდა, ჭამე… სახარებაში არსად მიწერია, რომ წყალზე და პურზე უნდა ვიყო, იქ მიწერია, რომ არ უნდა მძულდეს, არ უნდა განვიკითხო“

241
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მარხვის დროს, სხვადასხვა სახის საკვების მიღებაზე „პირველი არხის“ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, „მარხვის დროს მეტად მნიშვნელოვანია არ შეურაცხყო და არ განიკითხო ადამიანი, ვიდრე ის, თუ ვინ რა საკვებს მიიღებს“.

როგორც დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, სახარებაში არსად წერია, რომ ადამიანები მარხვის დროს წყალსა და პურზე უნდა იყვნენ“.

„ადამიანები ხშირად მოსულან და უთქვამთ, რომ მამაო, წყალზე და პურზე უნდა ვიყო, მე მითქვამს, ვიღაცაზე ნაწყენი თუ ხარ, დაივიწყე და რაც გინდა, ჭამე… რა უფრო მოეწონება ღმერთს, ზის და ადგენს ვინ რა შეჭამა, თუ  სიას აკეთებს? რა სისულელეა.

ჩვენ თუ გვინდა ღმერთის მცნება გავიგოთ, სახარება უნდა გადავშალოთ. ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა მონოლოგი არ უნდა იყოს, დიალოგი უნდა იყოს. დიალოგში ორივე მხარე მონაწილეობს. მე ვესაუბრები მაშინ, როდესაც მე ვლოცულობ და ის მესაუბრება მაშინ, როდესაც მე წმინდა წერილს  ვკითხულობ. მისი ნება იქ არის გაცხადებული. იქ არსად არ მიწერია მსგავსი რამ, რომ მე წყალზე და პურზე უნდა ვიყო, იქ მიწერია მე, რომ არ უნდა მძულდეს, რომ არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენო, ამიტომ არის, თუ შენ გვერდზე მყოფის გალანძღვა შეგიძლია, ან განკითხვა და მსგავსი რაღაც მოგდის თავში… თავში ყველას შეიძლება ყველაფერი მოგვივიდეს აზრად, იმიტომ, რომ ეს ბოროტისგან ნასროლი ისარია, მაგრამ შენ რამდენად აირიდებ ამას, სწორედ ეს არის შენი ადამიანობა. სწორედ ეს არის შენი ჯვარი, რომ კედელს აღმართავ და იტყვი, რომ არა, მე ამ აზრს განვითარების საშუალებას არ მივცემ, რადგან ეს პირველ რიგში მაზიანებს მე და შემდეგ ჩემ მოყვასს!“, – აცხადებს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.

 

„წყალზე და პურზე უნდა ვიყოო, მე მითქვამს, ვიღაცაზე ნაწყენი თუ ხარ, დაივიწყე და რაც გინდა, ჭამე“

⭕ „ჩემთვის უთქვამთ, მამაო, წყალზე და პურზე უნდა ვიყო, მე მითქვამს, ვიღაცაზე ნაწყენი თუ ხარ, დაივიწყე და რაც გინდა, ჭამე“

? დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი – მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი

Posted by პირველი არხი on Saturday, 15 April 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები