LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი შალვა კეკელია: „როდესაც კლუბთან პარაკლისი დავამთავრე, ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა და ბოდიში მომიხადა.. მე უკვე შედეგი მივიღე..“

320
BeFunky-collage

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია იმ დღეს იხსენებს, როდესაც კლუბ „ბასიანთან“ მრევლთან ერთად მივიდა და იქ პარაკლისი გადაიხადა.

ვიდეო: ,,როდესაც ელენესთვის წესის აგება მომიწია, საათნახევარი ხმით ვტიროდი…ნარკოტიკისგან ახალგაზრდები გვეხოცება” – მამა შალვა კეკელია

„როდესაც პარაკლისის გადახდას ვაპირებდით, გაგვაფრთხილეს, რომ დიდი პროვოკაციები იქნებოდა, შეიძლება დაპირისპირებაც მომხდარიყო.

მე ვუთხარი, რომ მივდიოდი არა საჩხუბრად, არამედ დედა ღვთისმშობელთან, რომ ღმერთი დაიცავს და ისე დამთავრდება ყველაფერი, ერთი პროვოკაციაც არ იქნება. როდესაც კლუბთან პარაკლისი დავამთავრე ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მამაო პატიება მინდა გთხოვოო, ვკითხე – რაზე-თქო.

მამაო, ერთ-ერთი ადამიანი მე ვიყავიო, რომელსაც აქ პროვოკაცია უნდა მომეწყოო და ჩხუბი დამეწყოო, გთხოვ, ილოცე ჩემთვის, ჩემით ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარო. თუნდაც ამ ერთი ადამიანისთვის ღირდა იმ პარაკლისის გადახდა, მე უკვე შედეგი მივიღე.. რადგან ერთი ადამიანი მთელი სამყაროა

◾ მამა შალვა კეკელია #პრაიმშოუში

როდესაც კლუბთან პარაკლისი დავამთავრე, ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა და ბოდიში მომიხადა… ◾ მამა შალვა კეკელია #პრაიმშოუში

Posted by TV Imedi on ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2024

მე როდესაც სადმე რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის“, – აღნიშნა დეკანოზმა გადაცემაში „პრაიმშოუ“.

ვიდეო: „19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი.. მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა… რომ ნა­ხოთ ის ბავ­შვი რო­გო­რი და­ხა­ტუ­ლია.. მშობ­ლე­ბი ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან, შვი­ლი გა­ჭირ­ვე­ბით გა­ზარ­დეს.. ჰგო­ნი­ათ გა­სარ­თო­ბად გა­უშ­ვეს და მიც­ვა­ლებუ­ლი მი­უს­ვე­ნეს“ – დეკანოზი შალვა კეკელია

შალვა კეკელია: „იცით როგორი ადამიანები კვდებიან ნარკოტიკით? ვინც პირველად გაიკეთა.. კარგი ნარკოტიკი არ არსებობს“

სლაიდზე გამოყენებული ფოტო: რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები