LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზმა მამალაძემ, შესაძლოა, ამ გზით, საპატიმრო დატოვოს – რას ითხოვენ ადვოკატები

383
დეკანოზი -

დატოვებს თუ არა საპატიმროს დეკანოზი გიორგი მამალაძე – მის შეწყალებაზე პრეზიდენტის უარის შემდეგ, ადვოკატები ახალ გზას მიმართავენ და საჩივარი სასამართლოში შეაქვთ. მათი მთავარი მოთხოვნა,

სასჯელის გადავადებაა, არგუმენტი კი – დეკანოზის მძიმე ჯანმრთელობა.

საკაცით მომიყვანეს, გაუჩერებლად ცრემლი სდიოდა... ესაა ქვეყანა და ჩვენ ვართ ხალხი? არა - ნიკა გვარამია

სიკვდილმისჯილი მძევალი გვყავს 21-ე საუკუნეში?! - გვარამიას განცხადება დეკანოზის მონახულების შემდეგ.

რა პოზიცია ექნება საპატრიარქოს, დღეს განცხადება გააკეთა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, რომელიც ამბობს, რომ საპატრიარქო მოთხოვნას იზიარებს, თუმცა შეუერთდება თუ არა ოფიციალურად ადვოკატების სარჩელს, ან რა ფორმით, ეს ჯერჯერობით უცნობია.

მამა ანდრია ჯაღმაიძე კი ამბობს, რომ საპატრიარქო არამხოლოდ სასჯელის გადავადებას, არამედ დაკავებული სასულიერო პირის სრულად გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, დეკანოზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საშობაოდ შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები