LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის დაცვის უფლება დაირღვა, არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა – ადვოკატი

256
1

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან.

სააკაშვილის უფლებადამცველები ციხეში პირველად მივიდნენ.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, სამუშაო საათების არარსებობის გამო, ადვოკატებს სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს, თუმცა ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, რადგან ის დააკავეს არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ უფლებადამცველებს მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცათ:

“სამწუხაროდ, სასაჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილი პარასკევიდან მოგვენახულებინა.

დღეს გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ მას. ვფიქრობ, ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, როდესაც სამუშაო საათების არარსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე, ვინაიდან ის დააკავეს სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა”, – თქვა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პოპულალურები