დეკემბერში 17 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი სოულის ლეგენდის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს ვიხილავთ. ლეგენდარული მუსიკოსის როლს ოსკაროსანი ჯენიფერ ჰადსონი შეასრულებს.
Respect– ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ფრანკლინის ცხოვრების ადრეული წლებიდან, საყოველთაო აღიარების მომენტამდე მოგვითხრობს. ფილმის პრემიერა აგვისტოში უნდა შემდგარიყო, თუმცა, ამ თარიღმა კორონავირუსის პანდემიის გამო დეკემბრამდე გადაიწია.