LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.03 ლარი შეადგინა

106
ხაჭაპური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2024 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.03 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 3.8%-იანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით შესამჩნევი – 8.4%-იანი ზრდაა.

2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი, წინა თვესთან შედარებით, 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა.

წლიურ ჭრილში, ფასები ყველა ინგრედიენტზე გაიზარდა გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%).

2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g