2022 წლის დეკემბერში, თებერვალთან შედარებით, მშენებლობა 11.5%-ით გაძვირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.