გამოცემა The Daily Mail-ის ცნობით, დელფინმა გოგონას ოკეანეში ჩაძირული iPhone დაუბრუნა.
ბაჰამის კუნძულებზე საზღვაო გასეირნების დროს გოგონას წყალში თავისი სმარტფონი ჩაუვარდა. მეგობრულმა დელფინმა კი მალევე ჩაყვინთა და მოწყობილობა თავის მეპატრონეს დაუბრუნა.
შესაბამისი მომენტი ვიდეოზე გადაიღეს, მასზე ჩანს, როგორ უბრუნებს დელფინი ტელეფონს გოგონას.
შეგახსენებთ, რომ ახალმა iPhone 6s წყალგაუმტარობაზე ტესტი გაიარა და ის თავისუფლად ძლებს წყალქვეშ ერთი საათის განმავლობაში.